ეუთო-ს წარმომადგენლები საქართველოში არსებულ მედიაგარემოს შეაფასებენ

საქართველო, თბილისი - 18:05 | 30.04.2017
ნანახია: 1128

ლიტველი ექსპერტი დაინიუს რადზევიჩიუსი, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის მრჩეველთან აიდარ ბოტაგაროვთან ერთად, 1-2 მაისს საქართველოს ეუთო-ს მანდატით ესტუმრება. 
ვიზიტის მიზანი საქართველოში არსებული მედიაგარემოს შეფასებაა. 
ეუთო-ს წარმომადგენლები ვიზიტის მასპინძელს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თამარ ჩუგოშვილს და უმრავლესობის დეპუტატებს, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს, საგარეო საქმეთა მინისტრს,სახალხო დამცველს, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს შეხვდებიან.
საქართველოში ვიზიტის შედეგად, მედიაექსპერტი და ლიტვის ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელი დაინიუს რადზევიჩიუსი სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს და ადგილობრივი საჭიროებიდან გამომდინარე რეკომენდაციებს წარადგენს. 
მედიაგარემოს შემსწავლელი მისიის ორგანიზების თხოვნით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ოფისს მარტის დასაწყისში მიმართა. 
მედიაომბუდსმენთან დაკავშირებით ხელისუფლების ამ ინიციატივის მიზანია მედიის სფეროში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა,პლურალისტული მედიაგარემოს განვითარება და საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ყველაკითხვის ნიშნის მოხსნა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე