სანქტ-პეტრებურგის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ”ალ-ქაიდასთან” დაკავშირებულმა დაჯგუფებამ აიღო

საქართველო, თბილისი - 11:30 | 26.04.2017
ნანახია: 1240

სანქტ-პეტერბურგის მეტროში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ”ალ-ქაიდასთან” დაკავშირებულმა დაჯგუფება ”ქათიბალ ალ-იმამ შამილმა” აიღო.

ტერორისტების განცხადებაში ნათქვამია, რომ  აქბარჯონ ჯალილოვმა, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრი იყო, ტერაქტი ”ალ-ქაიდას” ლიდერის აიმან აზ-ზავახირის დავალებით განახორციელა.

3 აპრილს პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაიჭრა, დაკავებულია 10 ადამიანი, მათ შორის სავარაუდო ორგანიზატორი ყირგიზეთის მოქალაქე აბრორ აზიმოვი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე