უამინდობის გამო, თბილისი-სტამბოლის რეისი გადაიდო

საქართველო, თბილისი - 09:55 | 24.04.2017
ნანახია: 1055

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისი გადაიდო. Turkish Airlines-ის რეისი 04:30 საათზე უნდა შესრულებულიყო. 

მგზავრების თქმით, მათ რეისის გადადების მიზეზად უამინდობა დაუსახელეს. 

მგზავრთა ნაწილი Turkish Airlines-ის უახლოეს ავიარეისზე გადაანაწილეს, რომელიც 06:10 საათზე სტამბოლის გოქჩენის აეროპორტის მიმართულებით შესრულდება. 

მგზავრების მეორე ნაწილი კი სასტუმროებში გადაანაწილეს და აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, ისინი გაფრენას რამდენიმე საათის დაგვიანებით, შუადღისას ან საღამოს შეძლებენ. 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე