12 წლის მოზარდმა თანატოლი მოკლა

საქართველო, თბილისი - 15:01 | 21.04.2017
ნანახია: 1287

კანადის მანიტობის პროვინციაში ინდიელთა დასახლებაში  12 წლის მოზარდმა თავისი თანატოლი მოკლა.

პრესის ინფორმაციით, ბავშვები  თამაშობდნენ პისტოლეტით, რომელიც ერთ-ერთი ბიჭის სახლში იპოვეს. სროლის შედეგად 11 წლის მოზარდმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.

სამართალდამცველებმა მომხდარს უბედური შემთხვევა უწოდეს.

მედიის ცნობით, 12 წლის ბიჭი და მისი 36 წლის მამა დააკავეს. მოზარდი იარაღის გაუფრთხილებელ გამოყენებაში, მამამისი კი არასათანადო შენახვაში დაადანაშაულეს.

ამ დროისათვის ორივე მათგანი სასამართლოს გადაწყვტილებამდე გათავისუფლებულები არიან. კანადაში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 12 წლის ასაკიდან ეკისრებათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე