რატომ უწევდა კომპრომისზე წასვლა ნუკრი კაპანაძეს და რა არის მისი მთავარი სათქმელი დღეს
საქართველო, თბილისი - 11:25 | 20.04.2017 ნანახია: 5294
ნუკრი კაპანაძემ სიმღერა ბავშვობიდან დაიწყო. მისი პირველი ნაბიჯები ანსამბლ „თაიგულს“ უკავშირდება. 80-იანი წლებში ის სრულიად საქართველომ გაიცნო და შეიყვარა. მის სიმღერებზე გაიზარდნენ თაობები, მისი რეპერტუარი კი, ყოველთვის განსაკუთრებული ჟღერადობით გამოირჩეოდა.
გავიდა წლები, დრო შეიცვალა, მაგრამ ქართული სიმღერას თავისი ხიბლი მაინც შეუნარჩუნა. ყოველთვის ჰყავდა გემოვნებიანი მსმენელი და დღემდე ასეა. ემსახურება თავის საქმეს ერთგულად, მაგრამ ჩუმად. ე.წ, „ყვირილი“ როგორც სხვებს, მას არასდროს ახასიათებდა. ალბათ, ამიტომ იყო ყოველთვის კულისებს მიღმა, მაგრამ როგორც სხვა ნამდვილ ხელოვანს, დრომ ვერაფერი დააკლო და კვლავ აქტიურად აგრძელებს თავის საყვარელ საქმეს.
მომღერალი „პრაიმნიუსჯორჯიას“ შემოქმედებით სიახლეებზე ესაუბრა.
ნუკრი კაპანაძე:
ჩემთვის ძალიან საინტერესო პერიოდია. დღეს, რა რეპერტუარიც მაქვს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის. სამწუხაროდ, არ არის ადგილი, სადაც შეიძლება რომ ეს გამოიტანო, არ არის სატელევიზიო ფორმატი, სადაც ამის გაჟღერება შეიძლება, რადგან ყველაფერი მაინც ინტრიგებზეა აგებული.
რა რეპერტუარზეა საუბარი?
აბსოლუტურად განსხვავებულია იმ რეპერტუარისაგან, რასაც კი აქამდე ვასრულებდი. ეს არის ბალადური სტილის. სხვათაშორის, სულ ცოტა ხნის წინ, რუსთაველის თეატრში გვქონდა 11 ახალი სიმღერის პრეზენტაცია, რომელიც ინტერნეტში დევს სახელწოდებით: ნუკრი კაპანაძე (კონცერტი, რეპეტიცია).
თუმცა, ეს არ იცის ფართო საზოგადოებამ. რატომ?
ეს ყველაფერი ჩვენ თვითონ გავაკეთეთ, რადგან ამ ყველაფერს სჭირდებოდა პროდიუსინგი, მენეჯერი, რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ. ეს ყველაფერი სრულდება ორ როიალთან. ქართულ სივრცეში არ არის პატარა ამბავი. ადრე, ჩვენ ვმღეროდით გაპრიალებულ მთა-ბარზე და ა.შ. მაგრამ, დღეს ნაგვით სავსე ქუჩებში რომ დადიხარ, ორგანული აღარ არის ის სიმღერა, დღევანდელ მდგომარეობასთან. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ სიმღერებს, დღევანდელ რეალობაზე, ყოფით პრობლემებზე.
ანუ?
აქ დაინახავთ მომღერალი სად არის, როგორ აზროვნებს, დღეს სხვანაირად ვამბობთ ჩვენს სათქმელს.
რას ეუბნება ნუკრი საკუთარ მსმენელს?
სიმართლეს ეუბნება მსმენელს და თავის დამოკიდებულებას სამყაროსთან. ნუკრი, ისე დადის, ისე მოძრაობს, ისე იცვამს, ისე ხედავს გარე სამყაროს, როგორიც არის.
ადრე ვინ იყავით?
ადრე მაინც კომპოზიტორი გთავაზობდა თავის სიმღერას, ზოგჯერ კომპრომისზეც გიწევდა წასვლა, მაგრამ დღეს, როდესაც სამი ადამიანი მუშაობს ერთ საქმეზე, ეს ძალიან სერიოზული შეხვედრაა ბედის, რაც ღმერთმა გვარგვუნა.
ვისთან ერთად გიწევთ მუშაობა?
კომპოზიტორ ნინო ჩხიკვაძესთან და პიანისტ ნინო გულიაშვილთან ერთად. 
კულტურის სამინისტროსგან გრძნობთ მხარდაჭერას?
სამწუხაროდ, დღეს კულტურას ჩამოაჭრეს გარკვეული თანხები. ადრე, თუ შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება, დღეს ამის საშუალებაც არ არის. ძალიან მცირედით გაფინანსებენ, რაც დარბაზის დაქირავებას არ ყოფნის. არ არის მენეჯერის, დირექტორის, პროდიუსერის ინსტიტუტი. ვიღაც უნდა გყავდეს, რომელიც დაგიგეგმავს და რეალიზებას მოახდენს, მაგრამ... სამწუხაროდ, ოქროს წუთები იკარგება.
პროტესტის გრძნობა არასდროს გაგჩენიათ?
ვერავისთან მივდივარ, თხოვნა არ შემიძლია. ვიღაცეები გხედავენ, ვიღაცეები ვერ გხედავენ. სათქმელი სულ არის, მაგრამ დღევანდელი სათქმელი, დღეს უნდა ითქვას.
სიმღერის გარდა, რითია დაკავებული დღეს ნუკრი კაპანაძე?
ნინო ჩხიკვაძესთან და ნინო გულიაშვილთან ერთად საბავშვო სტუდია მაქვს, რომელიც ქართულ სიმღერაზეა ორიენტირებული, თუმცა სწავლებაში შედის უცხოური სიმღერებიც.
სოლო კონცერტზე თუ ფიქრობთ?
ვფიქრობ, მაგრამ ამისათვის ფინანსებია საჭირო. თუ გინდა, რომ მაღალ დონეზე გააკეთო კონცერტი და მოარგო თანამედროვე სტანდარტებს, მაშინ თანხა გჭირდება. თუმცა, ჩემს სიმღერებს არ სჭირდება შოუ, მაგრამ გჭირდება რეჟისორი, სცენარის ავტორი, მხატვარი და ეს ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული.
გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია

პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















