დაზიანებული სახლები, ავტომობილები და წაქცეული ხეები - ძლიერი ქარი ბათუმში

საქართველო, თბილისი - 10:43 | 19.04.2017
ნანახია: 1439

უამინდობა ბათუმში - ქარმა ბენზეს დასახლებაში დევნილების საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რომელიც ეზოში გაჩერებულ მანქანებს დაეცა. დაზიანებულია 5 ავტომობილი.

მანქანების მფლობელები ზარალზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.

ქარმა ქალაქში ხეებიც წააქცია, დააზიანა ავტობუსის გაჩერება და მშენებარე კორპუსების უსაფრთხოების ღობეები. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე