დღეს წითელი პარასკევია

საქართველო, თბილისი - 10:48 | 14.04.2017
ნანახია: 1236

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. 

დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება.დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, შუადღის ორ საათზე აღევნილება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდამოხსნას სამების საკათედრო ტაძრის საკურთხევლიდან სასულიერო პირებთან ერთად გამოაბრძანებს.  შესრულდება საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. გარდამოხსნა, სიმბოლურად, ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება,.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე