ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:17 | 13.04.2017
ნანახია: 1790

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და კომპანია ცენტრპოინტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი დღეს 11:30-ზე თოდუას კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია ოჯახის წევრმა ნინო დარასელმა დაადასტურა.

63 წლის რჩეულიშვილს რამდენიმე კვირის წინ სიმსივნე დაუდგინდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

ყოფილი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ნინო დარასელმა ბიძის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ დილის შვიდ საათზე გაუარესდა და ის კომაში იყო. 

რამდენიმე წუთის წინ კი ნინო დარასელმა დაადასტურა, რომ ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა.

ვახტანგ რჩეულიშვილი "ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე