გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვილი ხვალ, 12:00 საათიდან მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:23 | 12.04.2017
ნანახია: 1345

მსახიობ გივი ბერიკაშვილს ხვალ, 15:00 საათზე, საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. მსახიობის პანაშვიდი დღეს, 17:00 საათიდან გაიმართება მისამართზე - თამარაშვილის ქ. N19/ა, პირველი სადარბაზო, მეხუთე სართული.

გარდაცვლილს ხვალ, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გადაასვენებენ, სადაც 12:00 საათზე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი, ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი კლინიკაში ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

გივი ბერიკაშვილს 12 მაისს, 84 წელი შეუსრულდებოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე