გივი ბერიკაშვილს 13 აპრილს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ

საქართველო, თბილისი - 16:15 | 11.04.2017
ნანახია: 1296

გივი ბერიკაშვილს 13 აპრილს, ამაღლების ეკლესიის ეზოში, საბურთალოზე დაკრძალავენ.

მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი დაკრძალვის დღეს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება, გამოსვენების დრო ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილი ქართველი მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. გივი ბერიკაშვილი ფილტვებზე არსებული პრობლემებით საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე