თბილისის ზოოპარკს 19 აფრიკული პინგვინი აჩუქეს

საქართველო, თბილისი - 17:30 | 10.04.2017
ნანახია: 1219

თბილისის ზოოპარკს ბრისტოლის ზოოპარკისგან საჩუქრად გამოგზავნილი 19 აფრიკული პინგვინი შეემატა. ბრისტოლის ზოოპარკმა თბილისის ზოოპარკისთვის აფრიკული პინგვინების ჩუქება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ გადაწყვიტა.

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის თქმით, აფრიკული პინგვინების მისაღებად ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე გაფართოვდა ძველი პინგვინარიუმი, მოეწყო დამატებითი სივრცე და ქვიშიანი სანაპირო, გაკეთდა ახალი თავშესაფრები და საბუდრები.

თბილისის ზოოპარკში ახალი ბინადრების გადმოცემის ცერემონია ხვალ გაიმართება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე