გიორგი მარგველაშვილი ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 17:20 | 10.04.2017
ნანახია: 1197

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს.

,,ძვირფასო მეგობრებო, გულითადად გილოცავთ პასექის წმინდა დღესასწაულს.

ებრაელთა მონობისგან თავის დაღწევის, ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების ეს სიმბოლური დღე მნიშვნელოვანია ყველა თავისუფლებისმოყვარე ხალხისათვის. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, სულითა და გულით ვუერთდები თქვენს ზეიმს.

მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენ ოჯახებს”, - აცხადებს პრეზიდენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე