დღეიდან თბილისის ქუჩებში 20 ქვეითი ინსპექტორი ივლის

საქართველო, თბილისი - 12:10 | 03.04.2017
ნანახია: 1322

დღეიდან თბილისის ქუჩებში 20 ქვეითი ინსპექტორი ივლის, რომლებიც მოქალაქეებს ქუჩაში ნაგვის დაყრის შემთხვევაში გააფრთხილებენ და ინფორმაციას გააცნობენ სანქციების შესახებ.

პირველი 20 დღის განმავლობაში ისინი მოქალაქეებს მხოლოდ გააფრთხილებენ, რომ ქუჩაში ნაგვი არ დაყარონ. ამის შემდეგ კი უკვე ჯარიმები ამოქმედდება. 

2 კილოგრამამდე ნაგვით ქუჩის დაბინძურება 80- ლარიანი ჯარიმით განისაზღვრება, 2 კილოგრამზე ზევით კი 150 ლარით. შენობიდან გადმოყრილ ნაგავზე სანქცია 150 ან 500 ლარია.

ამ დროითვის 10 ჯგუფი მუშაობს, რომლებიც დედაქალქში დასუთავებას უზრუნველყოფენ.  


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე