უკრაინაში პოლონეთის გენერალური საკონსულო დაცხრილეს

საქართველო, თბილისი - 14:09 | 29.03.2017
ნანახია: 1276

უკრაინაში პოლონეთის ყველა საკონსულო ლუცკში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დროებით დაიხურა.  

უკრაინის ქალაქ ლუცკში უცნობმა პირებმა პოლონეთის გენერალური საკონსულოს შენობა დაცხრილეს.

 მომხდართან  დაკავშირებით პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი ანდრეი დეშიცი დაიბარეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა საკონსულოს დაცხრილვის გამო  შეშფოთება გამოთქვა, მომხდარს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან.

უკრაინის სპეცსამსხურები ერთ-ერთ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე