უკრაინაში საბრძოლო მასალების უდიდესი საწყობი იწვის - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

საქართველო, თბილისი - 10:27 | 23.03.2017
ნანახია: 1285

ხარკოვის ოლქში საბრძოლო მასალების საწყობი იწვის. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას იარაღის საწყობში ხანძარი ადგილობრივი დროით 2.45  საათზე გაჩნდა.

ბალაკლეაში უკრაინაში საბრძოლო მასალების უდიდესი საწყობი მდებარეობს. საწყობში 138 ათასი ტონა საბრძოლო მასალა ინახება.

უკრაინის სამხედრო პროკურორის ანატოლი მატიოსის თქმით, ორგანიზებულია შვიდკილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა. მატიოსი მომხდარს დივერსიას უწოდებს. ის ამის შესახებ Faceebook-ის თავის გვერდზე წერს.

შემთხვევის ზონიდან მოსახლეობა გაყავთ. ბალაკლეადან და მიმდებარე სოფლებიდან 15 ათასი ადამიანი უკვე გაიყვანეს. ქალაქში გახსნილია ევაკუაციის ორი პუნქტი.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე