ავარია ყაზბეგის გამზირზე

საქართველო, თბილისი - 10:16 | 23.03.2017
ნანახია: 1482

ავარია ყაზბეგის გამზირზე - დიდი სიჩქარით მომავალი მანქანის მძღოლმა ახალგაზრდა გოგომ საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა.

მანქანა ჯერ მგზავრთა მოსაცდელ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგომ ჯიხურებში შევარდა.

მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დახურული თავის ტრამვის დიაგნოზით გადაიყვანა. მოგვიანებით, ექიმის განმარტებით, პაციენტმა მკურნალობაზე უარი განაცხადა და კლინიკა დატოვა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე