შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა

საქართველო, თბილისი - 17:17 | 21.03.2017
ნანახია: 1314

შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის და კავშირის - „ჩვენი ბავშვები“ ერთობლივ კამპანიას - „ჩემი ხმა საზოგადოებაში“ შეურთდა, რომელიც  15-21 მარტს მიმდინარეობდა.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტებში საინფორმაციო აქტივობები მოეწყო. დაცვის პოლიციელებმა მოქალაქეებს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის სიმბოლოს - ფერადი  წინდის და  დაუნის სინდრომის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

საინფორმაციო კამპანიის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებებისა და საჭიროებების შესახებ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე