უამინდობის გამო, სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით რეისი არ შესრულდა, სხვა რეისებს კი პრობლემა არ შექმნია

საქართველო, თბილისი - 09:49 | 21.03.2017
ნანახია: 1126

ძლიერი ქარის გამო, Turkish Airlines-ის რეისი N386 არ შედგა. თვითმფრინავი სტამბოლიდან თბილისში გამთენიისას, 05:00 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო. ხოლო, სხვა რეისებს, პრობლემა არ შექმნია და ფრენების განრიგი არ შეცვლილა. 

თბილისში ქარის სიმძლავრემ გუშინ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებელი, ხანმოკლე დაქროლვის სახით, სწორედ აეროპორტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. თუმცა, სინოპტიკოსების განცხადებით, პიკი გადავლილია. მათივე თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი შენარჩუნდება, რომლის სიმძლავრე ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან შესუსტდება.  

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე