1 დაღუპული, რამდენიმე დაშავებული - ხანძარი საგარეჯოში

საქართველო, თბილისი - 16:44 | 20.03.2017
ნანახია: 1830

ხანძარი საგარეჯოში - სოფელ პატარა ჩაილურში, წუხელ გვიან ღამით, ერთ ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსახვერპლა.

შემთხვევის შედეგად, მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღეს 11 წლის გოგონამ და 8 წლის ბიჭმა.

დაშავებული ოჯახის წევრები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილეს. ბავშვები თბილისში, დამწვრობის ცენტრში არიან მოთავსებული, მათი დედა კი საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, სახლს ცეცხლი ამავე სოფელში მცხოვრებმა მამაკაცმა წაუკიდა, რომელსაც სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე