მომღერალი გია ჭირაქაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:57 | 19.03.2017
ნანახია: 1166

მომღერალი და „ქართული ხმების“ ბანი, ანსამბლის დამფუძნებელი გია ჭირაქაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იგი ანსამბლ „ქართული ხმებისა“ და ანსამბლ „დიელოს წევრი იყო, შემდგომ კი 18 წლის განმავლობაში ტელევიზიაში მუშაობდა.

2014 წელს მას მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გახსნილია მისი სახელობის ვარსკვლავი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე