თბილისში ხიდიდან მანქანა გადავარდა - დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი

საქართველო, თბილისი - 12:16 | 13.03.2017
ნანახია: 1817

თბილისში, თამარ მეფის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტკვარში მანქანა გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილები შეეჯახა.

დარტყმის შედეგად ერთ-ერთმა მანქანამ დამცავი ბეტონის ჯებირი გაარღვია და მტკვარში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე