მჭირდება ხელისუფლება, რომელიც მანამდე იპოვის გამოსავალს, სანამ ამ სურათს მივიღებთ, - გიორგი ჩენდლერი ბათუმის მოვლენებზე
საქართველო, თბილისი - 14:34 | 12.03.2017 ნანახია: 2349
ექსპერტი გიორგი ჩენდლერი ფეისბუქის გვერდზე ბათუმში მომხდართან დაკავშირებით მოსაზრებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
„გუშინ ბათუმში მოქალაქეთა პროტესტს არავითარი კავშირი არ ჰქონდა არც სოციალურ მდგომარეობასთან, არც გაჭირვებასთან, უმუშევრობასთან ან რამე მსგავს პრობლემასთან. მით უმეტეს, ეს არ იყო პატრულის მიერ დაწერილი ჯარიმის ფონზე განაწყენებული საზოგადოების პროტესტი, ეს იყო ვანდალიზმის კლასიკური მაგალითი მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მრჩება შთაბეჭდილება, რომ მინიმუმ რამოდენიმე დღით ადრე დაიგეგმა, რადგან მოლოტოვის კოქტეილები და ტომრებით ქვები მოულოდნელად ვერ გაჩნდებოდა იქ. არც ის არის პირველი შემთხვევა, როცა მიზანმიმართულად კეთდება და აჭარის მოსახლეობის გასაღიზიანებლად, რომ თითქოს მათ თათრებად მოიხსენიებენ, აჭარლების რეაქცია ამაზე კარგად მოეხსენება მავანს და გუშინაც გამოიყენეს ეს გზა, რადგან საპროტესტო აქციას მასშტაბური სახე მიეღო.
ამ ყველაფრის მიუხედავდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლება ვალდებულია ზრუნავდეს ქვეყანაში მშვიდობასა და კეთილდღეობაზე. არსებობს რიგი ღირებულებებისა, რომელთა უპატივცემულობა არ არის საპატიო და არ ითვლება უბრალო გადაცდომად, მით უმეტეს, თუ ეს არის მიზანმიმართული ქმედება დგება აუცილებლობა მკაცრი ზომების მიღების და ამ დროს მკვეთი ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და რიგი უწყებების მიერ.
დიხ, მე არ მინდოდა ნულოვანი ტოლერანტობა, მერ არ მინდოდა “შეკვეთილი გვამები“ მე არ მინდოდა მტრობა და დაპირისპირება თანამოქალაქეებს შორის, ისევე როგორც ბევრ სხვას და ამიტომაც ვუთხარით ზოგიერთს - არა, თუმცა სიმართლე გითხრათ, არც ზედმეტი შემწყნარებლობა მინდა იმ ადამიანების მიმართ ვინც სახელმწიფოებრივობას არაფრად აგდებს, ვისაც შეუძლია ჩვენი ქვეყნის მამული მტყვრად აქციოს. დიახ, არ მინდა ვხედავდე იმას, რაც გუშინ ბათუმში ხდებოდა, არ მინდა ვხედავდე დანგრეულ, გადამწვარ, გაპარტახებულ ქალაქს. მე ამ დროს მჭირდება ხელისუფლება, რომელიც მანამდე იპოვის გამოსავალს, სანამ ამ სურათს მივიღებთ და ნებისმიერი პიროვნების მიმართ, ეს იქნება საჯარო მოხელე, მხატვარი, ექიმი თუ სხვა გაატარებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რადგან არ დაზარალდეს სახელმწიფო, სამომავლოდ კი მსგავსი აზრები არ წარმოიშვას სხვათა გონებაში.
საკმარისი დრო გავიდა წინა ხელისუფლების შეცვლიდან, დღეს კი გამოდის მთავრობის წარმომადგენლები და ნიშნისმოგებით აცხადებენ, რომ ჩვენ კი არ ვართ დამნაშავე რაც გუშინ ბათუმში მოხდა, არამედ ეს მიზანმიმართულად გაკეთდა და ამის უკან პოლიტიკური ინტერესები არსებობსო. სირცხვილია. დღეს თუ კიდე ვინმე სხვა ახერხებს სუფრის არევას, ოდესიდან თუ ჩიკაგოდან ამას არარ აქვს მნიშვნელობა, ამ და მსგავსმა განცხადებებმა საზოგადოება შეიძლება კიდევ უფრო გააღიზიანოს, ის საზოგადოება რომელმაც ნდობა გამოგიცხადათ თქვენ და სხვათაშორის არაერთხელ გაგაფრთხილათ, რომ კოჰაბიტაცია აღმოჩნდებოდა დამღუპველი. მე ვიცი ერთი, რომ ხელისუფლება არის პასუხისმგებელი და ვალდებული დაიცვას მშვიდობა სახელმწიფოში და უზრუნველყოს რიგი ღონისძიებების გატარება, რომელიც მიმართულია მოქალაქეთა კეთილდღეობისაკენ.
საზოგადოებამ არაერთხელ შეგახსენათ, რომ კოჰაბიტაციას ექნებოდა არასასურველი დასასრული და ამ დასასრულისკენ მივდივართ თანდათან, მის შედეგებსაც დროგამოშვებით ვიმკით. (პ.ს სხვათაშორის რაც წერა-კითხვა ვისწავლე მას შემდეგ არც წიგნი გამიგდია ხელიდან და არც კალამი, მაგრამ ამ ტერმინს ვერ ჩავწვდი ჯერ, ალბათ საკმაო ცოდნა ჯერ ვერ დავაგროვე). ვიმედოვნებ, რომ გუშინდელი დღის შემდეგ ბათუმში მაინც დასრულებულია კოჰაბიტაცია.
ისე კი მადლობაც მინდა გითხრათ, დაუნახავები ნამდვილად არ ვართ, მადლობა რომ ვერ ვნახე სისხლისღვრა, ვერ ვნახე გვამები და ვერც ცემა-ტყება. ამისთვის გულწრფელი მადლობა, თუმცა იქნებ მოვინდომოთ და არც ქვეყანა გავალახინოთ არავის, არ დავანგრევინოთ და ცეცხლს არ მივცეთ“
წყარო: https://www.facebook.com/chandlerOP/
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















