ეროვნულმა ბიბლიოთეკამ არაქართულენოვან სოფლებში ქართული ბიბლიოთეკების გახსნა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 11:32 | 07.03.2017
ნანახია: 1386

საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ არაქართულენოვან სოფლებში ქართული ბიბლიოთეკების გახსნა დაიწყო. პირველი ასეთი ბიბლიოთეკა საგარეჯოს რაონის სოფელ ლამბალოში უკვე გაიხსნა.  ამის შესახებ ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე facebook-ის თავის გვერდზე წერს.

”ძალიან, ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს. #ეკვილიბრიუმი ახალ სიმაღლეს შეეჭიდა. არაქართულენოვან სოფლებში ქართული ბიბლიოთეკების გახსნა დავიწყეთ. ახლა სოფელ ლამბალოში ვართ. თან ბავშვებს მცირე გაკვეთილებსაც ვუტარებთ. დღეს სალამურას თავგადასავალს ვკითხულობთ”, - წერს გიორგი კეკლიძე.

ამიერიდან, ეკვილიბრიუმი ბიბლიოთეკას ყველა არაქართულენოვან სოფელში გახსნის.

პროექტი #ეკვილიბრიუმის ფარგლებში მიმდინარეობს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე