კახეთში ბაკურციხის სატუმბი სადგურის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველო, თბილისი - 15:47 | 31.10.2015 ნანახია: 2232სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ბაკურციხის მექანიკური მორწყვის სისტემის რეაბილიტაციას.
სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის დაწყებამდე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ბაკურციხის მოსახლეობასთან. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლევან დვალმა საპილოტე პროექტის პრეზენტაცია წარადგინა და მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა აღნიშნულ პროექტსა და წვეთური მორწყვის უპირატესობაზე.
მოსახლეობასთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ 580 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად წყალმომხმარებლები ირიგაციის თანამედროვე მეთოდს - წვეთური ირიგაციის სისტემებს გამოიყენებენ. ირიგაციის ეს მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვით წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან, ნაკლებ ელექტროენერგიასა და სარწყავსც წყალს საჭიროებს. ამასთან მნიშვნელოვნად ზრდის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავალს და აუმჯობესებს მის ხარისხს.
ბაკურციხის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და ამავე წლის ბოლოს დასრულდება.
პროექტის ღირებულებაა 1 341 655 ლარი .
შპს „საქართველოს მელიორაცია“ დღეისათვის კახეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 8, ხოლო საქართველოს მასშტაბით 28 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















