ირაკლი კობახიძე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა
საქართველო, თბილისი - 12:53 | 04.03.2017 ნანახია: 1381ეს არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობა. სხვა შეფასება და ეს არის ძალიან მძიმე შეფასება, მე არ შემიძლია მივცე პრეზიდენტის ამ განცხადებას, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში გაცხადებული პოზიცია პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით სწორედ ეფუძვნებოდა იმას, რომ სუბიექტურ მოსაზრებებზე არ ყოფილიყო დაფუძვნებულ არც ერთი გადაწყვეტილება.
„ჩვენი პოზიციის თანახმად, შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები ვფიქრობდით, რომ უნდა ჩატარებულიყო პირდაპირი წესით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადავსულიყავით ჩვენ არაპირდაპირ არჩევნებზე",-განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის სტატუსს კომისია პრაქტიკულად არ ეხება და ამასთან დაკავშირებითაც შეთანხმება მიღწეულია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში.
პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განმარტებებში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ცვლილებები არის მინიმალური. „იმდენად არის შეზღუდილი დღეს პრეზიდენტის უფლებამოსილებები 2010 წლის ცვლილებების საფუძველზე, რომ ეს მიზანიც რომ გქონდეს, დამატებით ვერანაირ არსებით ცვლილებას ვერ განახორციელებ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცის თვალსაზრისით",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, გამოდინარე ამ ყველაფრიდან, განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს კომისიის ერთადერთი მიზანი არის ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის უფლებამოსილებების შეზღუდვა, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად აშკარი, შეგნებული მცდელობა.
„ჩვენ საქმე გვაქვს კომისიის დისკრედიტაციის შეგნებულ მცდელობასთან. არ შეიძლება საზოგადოება მოატყუო ასეთი ფორმით. სხვანაირი შეფასება ამ ყველაფერს არ შეიძლება მიეცეს",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განცხადებით, არამართებულია პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ „თითქოს პრეზიდენტის დახმარებით იძულებული გავხდით და საზოგადოებამ გვაიძულა გადავსულიყავით არაპირდაპრი არჩევნებსი წესზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდებოდა მომავლ წელს პირდაპირი წესით არჩევნები".
პალამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელბს მსგავსი არაკორექტული განცხადებების გაკეთებას, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს პოზიციების გადახედვა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები არ ჩატარდეს მომავალ წელს და პირდაპირი მოხდეს გადასვლა პრეზიდეტის არაპირდაპირი არჩევნების წესზე.
„ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ძალიან ბევრ რამეს. სისტემური მიდგომიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უმჯობესია საქართლოს პრეზიდენტის არაპირადპირ არჩევნებზე გადავიდეთ დ ეს ეფუძნება სისტემის საერთო ხედვას, რომელიც წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიციიდან. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ ეს პოზიცია წარმოვადგინეთ - ჯერ პირდაპირი, შემდეგ არაპირდაპირი არჩვენები, იყოს მათ შორის ის, რომ პრეზიდენტის პოზიციას გავუწიეთ ანგარიში და სწორედ ამიტომ შევაჩერთ ჩვენი არჩევანი ორსაფეხურიან რეფორმაზე. თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას და ის, თუ კვლავაც შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვზე და შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე", -განაცხადა ირაკლი კობახიძე.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















