მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

საქართველო, თბილისი - 16:26 | 28.02.2017
ნანახია: 1577

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა შეწყდა. ადვოკატების განცხადებით, სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა.

მათივე თქმით, მამალაძეს დაბალი წნევა და ღებინება აღენიშნება.

”ყველასთვის ცნობილია, რომ დღეს დაკითხვა უნდა შემდგარიყო. ჩვენ ჩვეულებრივად გამოვცხადდით. გვქონდა შეხვედრა მამა გიორგისთან. გარკვეული დროის შემდეგ, მამა გიორგიმ თავი შეუძლოდ იგრძნო. შესაბამისად, ის გაიყვანეს საკანში”, - განაცხადა ადვოკატმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე