გიორგი ზვიადაძე: პატრიარქის ბეჭედი არ დაკარგულა

საქართველო, თბილისი - 10:07 | 27.02.2017
ნანახია: 1336

"მინდა სრული პასუხისმგებლობით განუცხადო საქართველოს მოსახლეობას, არავითარი ბეჭედი პატრიარქის არ დაკარგულა. პატრიარქს აქვს ბეჭედი, რომელიც უშულოდ მას აქვს და იყენებს ქონებრივი და ფინანსური ოპერაციებისთვის, რაზეც ხელი არავის მიუწვდება", - განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედის დრო"-ში.

"რაც შეეხება ფაქსიმილეს, როდესც პატრიარქი მიემგზავრება ვიზიტებში, ასეთი შემთხვევების დროს ფაქსიმილიე არის საპატრიარქოში, ვერავინ შეძლებს პატრიარქის ფაქსიმილიეს გამოყენებას, პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე", - განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე