საქართველოს 30 მოქალაქე ისრაელში არ შეუშვეს

საქართველო, თბილისი - 11:45 | 27.02.2017
ნანახია: 1802

საქართველოს 30 მოქალაქე ისრაელში არ შეუშვეს. მათი განცხადებით, ებრაელ მესაზღვრეებს საბუთები არ შეუმოწმებიათ და დეპორტაციის მიზეზი არ განუმარტავთ.

ისინი ჩაფრენისთანავე სადეპორტაციო ციხეში გადაიყვანეს, სადაც, მათი თქმით, 3 დღის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ.

დაკავებულები საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელმა მოინახულა. ისინი საქართველოში წუხელ დაბრუნდნენ.

დეპორტირებულები ისრაელის საელჩოსთან აქციას გამართავენ და საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებას მოითხოვენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე