ძლიერმა ქარმა გორში, საცხოვრებელი კორპუსი და რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა

საქართველო, თბილისი - 17:08 | 26.02.2017
ნანახია: 1177

ძლიერმა ქარმა გორში საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, რის შედეგადაც  რამდენიმე ავტომანქანა დაზიანდა. დაზიანებული კორპუსი სკოლასთან ახლოს მდებარეობს.

ადგილობრივების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გორის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ დროებით გადახურვას ქარის ჩადგომამდე ვერ შეძლებენ.

 

 


პოლიტიკა