ძლიერმა ქარმა საგარეჯოში, საოფისე შენობას სახურავი გადახადა

საქართველო, თბილისი - 17:05 | 26.02.2017
ნანახია: 1164

საგარეჯოში, ძლიერმა ქარმა ერთ-ერთ კერძო შენობას, სადაც საოფისე ფართებია განთავსებული, სახურავი გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგარეჯოს გამგებელი ,,ქრონიკასთან” აცხადებს, რომ სახურავი გზაზე გადმოვარდა და 10-მდე მანქანა დააზიანა.

გიორგი გზირიშვილი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს რა სახით მოხდება დაზარალებულების დახმარება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე