სვანეთში გერმანელი ტურისტი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:36 | 26.02.2017
ნანახია: 1208

სვანეთში 46 წლის გერმანელი ტურისტი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ თეთლუნდზე მოხდა, როდესაც მამაკაცი კიდევ ერთ ტურისტთან ერთად ზვავში მოყვა.

ორივე მათგანი აკრძალულ ზონაში იმყოფებოდნენ. მეორე ტურისტი უვნებელი გადარჩა, გარდაცვლილის ამოყვანა კი მაშველებმა შეძლეს.

იგი გუშინვე გადაასვენეს ქუთაისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე