ერთი დაღუპული, რამდენიმე დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე

საქართველო, თბილისი - 11:16 | 26.02.2017
ნანახია: 1346

ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მიცუბიშისა და ჟიგულის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად დაშავდა 2 პირი, რომლებიც ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში არიან გადაყვანილები.

მიცუბიშის მარკის ავტომობილი ადგილზე დაიწვა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე