ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება

საქართველო, თბილისი - 11:54 | 17.02.2017
ნანახია: 1206

ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთა პაკეტიდან ეს მუხლი უკვე ამოღებულია, თუმცა უცვლელი რჩება ე.წ. უკონტაქტო პატრულირება და მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ორშაბათიდან განახლდება. ეს საკითხი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტში უმრავლესობის ლიდერთან და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან განიხილა.

„პარლამენტმა დეკემბერში მიიღო საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რამაც გარკვეულწილად გააძვირა განბაჟება და ის რისკები რაც იყო, რომ გაიზრდებოდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა მარცხენა საჭიანებთან მიმართებაში და გაუთანაბრდებოდა მათ, ეგ რისკები შემცირდა. შესაბამისად, ჩვენ მკაცრ მიდგომებს აღარ მოვითხოვთ და ეს ნაწილი ამოღებული იქნება კანონპროექტიდან. ანუ არ აიკრძალება მარჯვენასაჭიანები. ვისაც უღირს, რომ ამ ფასად შემოიყვანოს, შესაძლებელი იქნება,“ - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე