”თალიბანის” მებრძოლებმა 52 მშვიდობიანი მცხოვრები გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 13:24 | 15.02.2017
ნანახია: 1366

”თალიბანის” მებძოლებმა ჯაუზჯანის პროვინციაში 52 მშვიდობიანი მცხოვრები გაიტაცეს.

ადგილობრივი  ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთით დარზაბის ოლქში მოხდა. სხვა დეტალები არ ხმაურდება.

ავღანეთში ვითარება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკიდურესად დაძაბულია. რადიკალურმა მოძრაობა ”თალიბანმა” ქვეყნის მსხვილ ქალაქებზე მასშტაბური იერიშები დაიწყო. ავღანეთის ტერიტორიაზე ასევე გაზრდილია ”ისლამური სახელმწიფოს” გავლენაც.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე