ტრამპმა კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 12:24 | 15.02.2017
ნანახია: 1365

კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა. გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა წყალმა ოროვილის წყალსაცავზე ჯებირი გაარღვია, რის შედეგადაც ახლომდებარე რაიონები დაიტბორა.

 სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დამბის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას 200 მილიონი დოლარი დასჭირდება.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე