კონჩიტა ვურსტი კვდება

საქართველო, თბილისი - 12:16 | 14.02.2017
ნანახია: 4469

ავსტრიელ მომღერალს ტომ ნოივირტს, რომელიც კონჩიტა ვურსტის სახელით არის ცნობილი, სურს ისევ მამაკაცი გახდეს.  

მომღერალმა განაცხდა, რომ წელს მისი ახალი ალბომი გამოვა, რის შემდეგაც კონჩიტა ვურსტის სახე წარსულს ჩაბარდება. ”მე მას მოვკლავ, ტომი ბრუნდება”. - განუცხადა ნოივირტმა Die Welt-ს.

მისი თქმით, მისი მამაკაცური საწყისი ბოლოს დროს სულ უფრო მეტად ახსენებს თავს. მომღერალმა აღნიშნა, რომ რაც დრო გადის მით უფრო ეჭვი ეპარება თავის არჩევანში. ნოივირტი ჟურნალისტებთან მამაკაცის ტანსაცმლით გამოცხადდა,  მის გარეგნობაში კი კონჩიტა ვურსტის კვალიც არ ჩანდა.

ტომ ნოივირტმა კონჩიტა ვურსტის გარეგნობით 2014 წლის ევროვიზიის კონკურსზე გაიმარჯვა. მომღერალმა შეასრულა კომპოზცია Rise Like a Phoenix, რომლითაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე