საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა ცერცვაძის პერსონალური მონაცემები რუსეთის ფედერაციას გადასცა - ენმ
საქართველო, თბილისი - 18:35 | 09.02.2017 ნანახია: 1566
პარლამენტის სესიაზე ენმ-მ ვიცე პოლკოვნიკ ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დააყენა. ინიციატივის შესახებ სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.
”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა ცერცვაძის პერსონალური მონაცემები რუსეთის ფედერაციას გადასცა.
ინიციატივას უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია გამოეხმაურა და ენმ ქვეყნის ინტერესების დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია არ გადაეცემა არავის.
,,ენმ არ ისვენებს ოღონდ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის, არამედ პირიქით, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დისკრედიტაციისთვის ყველაფერს აკეთებს. განცხადებები და ფორმულირება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის ცალსახად იერიშის მიტანის მცდელობა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. გია ცერცვაძის უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ. ამ საქმეში ჩართული იყო ქვეყნის ყველა კომპეტენტური ორგანო შიგნით და საქართველოს ქვეყნის გარეთ საელჩო. ასე უბრალოდ გადახაზვა წითელი ხაზით ამ საკითხის, არის უმოწყალო სპეკულირება თემასთან მიმართებით.
ვფიქრობ, დადგენილების პროექტი არ უნდა გავიზიაროთ. ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ ფორმულირებული ტექსტი ცალსახად შეიცავს ცილისმწამებლურ პოზიციას სახელმწიფოს მიმართ.
ცალსახად ცილისწამებაა მოცემული დადგენილების პროექტის ფორმულირებაში. სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია არ გადაეცემა არავის. ეს არის მორიგი უპასუხისმგებლობა ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, როცა ძალიან მგრძნობიარე საკითხით მანიპულაციის გზით, თქვენ გსურთ სამხედრო მომსამსახურეების, მათი ოჯახის წევრების და არაინფორმირებული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით, უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს. ქართველი სამხედრო უკრაინის სასამართლომ პატიმრობიდან 26 იანვარს გაათავისუფლა.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















