ავსტრალიაში 250 მლნ დოლარის ღირებულების კოკაინი ამოიღეს

საქართველო, თბილისი - 14:18 | 06.02.2017
ნანახია: 1451

ავსტრალიის პოლიციამ 1,4 ტონა კოკაინი ამოიღო, რომელიც ახალზელანდიური იახტის ბორტზე ინახებოდა.

ტვირთის ღირებულება 250 მლნ დოლარს შეადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, იახტა ახალი ზელანდიის პორტიდან წყნარ ოკეანეში იანვარში გავიდა, სადაც კოკაინი სხვა იახტიდან გადატვირთა.

გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ექვსი ეჭვმიტანილი დააკავა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე