სკანდალური ჩანაწერი – ადეიშვილი და გვარამია მოსამართლეებისთვის ქრთამის სახით სამი მილიონის მიცემაზე საუბრობენ (video)

საქართველო, თბილისი - 12:01 | 06.02.2017
ნანახია: 1357

უკრაინული გამოცემა "უკრაინული რევოლუცია" საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერს აქვეყნებს.

ჩანაწერში მოსამართლეებზე ზეწოლასა და ქრთამის სახით 3 მილიონი დოლარის მიცემაზეა საუბარი.

საუბარი, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს შეეხება. ისმის ორი მოსამართლის გვარი - ალავიძე და ახვლედიანი, საიდანაც, როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძე „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეა. ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები 3 მილიონის გაცემაზე საუბრობენ, რასთან დაკავშირებითაც, სავარაუდოდ ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ „3 მილიონი სალაპარაკოც არ უნდა იყოს“, ამასთან, ამბობს, რომ „ახვლედიანმა ალავიძეზე ბევრად უფრო მეტი ფასის საქმე შეასრულა“. 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე