ივანიშვილისთვის ხეების გადატანის გამო ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე საათია გადაკეტილია

საქართველო, თბილისი - 15:33 | 05.02.2017
ნანახია: 1464

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეების გადატანის გამო ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე საათით დაკეტილი იყო. გზის გადაკეტვა ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეების გადატანის პროცესის შეფერხებამ გამოიწვია.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ხე წაიქცა და ის ადგილზევე დაჭრეს და საშეშე მასალად წაიღეს. ამ ეტაპზე სპეცტექნიკა, რომელსაც ხეები გადაჰქონდა მაგისტრალზე რჩება და ჯერჯერობით უცნობია როდის გაგრძელდება მისი ტრანსპორტირება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე