სტუ-ის დიზაინის სკოლა აბიტურიენტებს ინგლისურ ენას უფასოდ ასწავლის
საქართველო, თბილისი - 11:43 | 05.02.2017 ნანახია: 5288
საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა (IDS) აბიტურიენტებსა და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სთავაზობს უფასო სპეციალიზებულ კურსებს ხატვაში (Freehand Drawing), ხაზვასა (Engineering Drawing) და ხელოვნებაში ინგლისურ ენაზე (English through Art).
როგორ და რა უნდა ვისწავლოთ დიზაინის საერთაშორისო სკოლაში?! როგორ გამოვიყენოთ ცოდნა, რომელსაც მივიღებთ სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლაში? - კითხვები, რომელზედაც კვალიფიციურ და ამომწურავ პასუხებს გაგცემთ ნიკა შავიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანი:
_ დიზაინის საერთაშორისო სკოლამ პირველი სტუდენტები, სამი წლის წინ, 2013 წლის ოქტომბრიდან მიიღო. სკოლას, ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე ვიტყოდი სხვა უნივერსიტეტების ფაკულტეტებისაგან, რამოდენიმე გამოკვეთილი განსხვავება აქვს: ეს არის ფაკულტეტი, სადაც მხოლოდ ინგლისურენოვანი სწავლებაა, მეორე, პროგრამა, რომელიც 2012-2013 წლებში იქნა შექმნილი და აკრედიტირებული საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, დაიწერა იმ პროგრამების საფუძველზე რომლითაც დიზაინის მიმართულების სწავლება ხდება დასავლეთ ევროპისა და აშშ-ს ძირითად, წამყვან დიზაინის სასწავლო დაწესებულებებში. პროგრამის ძირითადი ავტორი პორტუგალიელი სპეციალისტი, პროფესორი ალექს ველასკოა, რომელიც ამჟამად ინდოეთში აგრძელებს თავის პედაგოგიურ მოღვაწეობას. ბატონი ველასკო შესანიშნავი სპეციალისტი და პედაგოგია, მას აქვს დიდი გამოცდილება, მან შექმნა ანალოგიური, ახალწამოწყებული სკოლის პროგრამა თურქეთისათვის. ამ პროგრამაში მნიშვნელოვანი არის ის სპეციფიკური ნიუანსები, რომელიც სჭირდებოდა ქართული განათლების სისტემას და რაც ბატონ ალექსთან ერთად დავხვეწეთ და მოვარგეთ ჩვენს რეალობას. პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებითაა შექმნილი, ჩვენთვის სრულიად უჩვეულო მეთოდებით გვაძლევს სწავლების საშუალებას.
_ მსგავსი პროგრამა ანალოგიური ფაკულტეტებისათვის სხვა უნივერსიტეტებს თუ აქვს, მხედველობაში მაქვს სამხატვრო აკადემია? რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიენტმა თქვეს ფაკულტეტზე სწავლა?
_ კლასიკური პროგრამები პროგრამული ელემენტებითაა გადატვირთული, ჩვენს შემთხვევაში სპეციალობაზე კონცენტრაცია გაცილებით მაღალია. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და ჩვენი სპეციალობა ფუნდამენტალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. იქ არის გამოყენებითი დიზაინი, რომელიც მოიცავს ისეთი ხელობის დაუფლებას როგორიცაა კერამიკული საქმე და ა.შ. ჩვენი ძირითადი კონცეფცია ემყარება აშშ-ს სტენფორდის უნივერსიტეტის, ამერიკული დიზაინური კომპანია „აიდიოს“ ხელმძღვანელების დევიდ კელის და ტიმ ბრაუნის მიერ რამოდენიმე წლის წინ ჩამოყალიბებულ ე.წ. Design Thinking-“დიზაინერული აზროვნების“ კონცეფციას, რომელიც ეყრდნობა პროდუქტის ამ მომსხურეობის არა ერთეულ საგნად არამედ საერთო უნიფიცირებულ მთლიანობაში განხილვის იდეას. როდესაც მიჩნეული არის რომ შენ ღებულობ დავალებას გააკეთო რაიმე პროდუქტი, ან მომსახურეობა აწარმოო და ამ დავალებას ცალკე ასრულებ, ამ დროსდიზაინერული აზროვნება იძლევა საშუალებას, განიხილო ამ პროდუქტის და მომსახურეობის არსებობის ყოველგვარი სახის პირობა ფინანსური, ეკონომიკური და ადამიანური რესურსით.მდგრადი განვითარება არის ჩვენი სწავლების ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც სამწუხაროდ ნაკლებად არის მიღებული სხვა სასწავლებლებში. დიზაინური აზროვნების კონცეფცია გვაძლევს საშუალებას ჩვენ გამოვუშვათ არა ერთი , ვიწრო სპეციალობით აღჭურვილი კადრი, რომელსაც კარგი გრაფიკული ნაწარმოების გამოშვება შეუძლია, არამედ იფიქროს ამ პროდუქტის (ან მომსახურეობის) უნივერსალურად გამოყენებაზე.როგორ შეიძლება იგი იყოს მდგრადი, მომგებიანი, ბაზარზე უპირატესობის მიმღწევი და ა.შ. ჩვენთან სტუდენტი ისაწვლის მობილური აპლიკაციების, ვებსაიტის დიზაინს, მარკეტინგს და მენეჯმენტს.
_ ტექნიკური უნივერსიტეტისათვის, რომელიც სპეციალიზებულია ინჟინრების გამოშვებაზე, რამ განაპირობა დიზანის სკოლის შექმნა?
_ სტუ-ი წმინდა სახის საინჟინრო სპეციალობის გარდა დიდი ხანია უშვებს არქიტექტორებს, ასე რომ აქ უცხო არაფერია. დიზაინი საინჟინრო საქმიანობის ნაწილია, პროდუქციის და სამრეწველო დიზაინის მასალათმცოდნეობის ტექნიკური საკითხების გავლის და მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია წარმოება, ამიტომ ეს გაცილებით ახლოსაა საინჟინრო საქმიანობასთან ვიდრე სახელწოდებით შეიძლება ვიმსჯელოთ. დიზაინერები, საინჟინრო საქმიანობის ნაწილნი არიან, კერძოდ, დიზაინში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება პროდუქციის და სამრეწველო დიზაინის მიმართულება, სადაც საინჟინრო მონაცემის, მასალათმცოდნეობის ტექნიკური საკითხების გავლის და მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა.
სხვაგან ბაკალავრიატის კურსს თუ გადავავლებთ თვალს და თუ ავიღებთ ძირითადი სასწავლო წლის 180 კრედიტიან ნაწილს და 60 კრედიტიან ე.წ. თავისუფალ კომპონენტებს, ჩვენ დავინახავთ რომ ჩვენთან კონცენტრაცია სპეცილობაზე გაცილებით დიდია, ვიდრე სხვაგან. ჩვენთან სილაბუსებში ცხადია, არის მათემატიკა და ფიზიკა, მაგრამ მათთან ერთად ისწავლება სპეციფიკური საგნები როგორიცაა ერგონომიკა, საინჟინრო ხაზვა, უსაფრთხოების ტექნიკა და ასე შემდეგ.
_ თქვენ ბრძანეთ რომ ინგლისური...
_ სამწუხაროდ როგორც ქართული ისე უცხოური (სხვა ქვეყნებიდანაც გვყავს სტუდენტები) ქვეყნის სტუდენტების მომზადება ინგლისურ ენაში ძალიან დაბალია, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შემოვიღეთ და ავამოქმედეთ პროგრამა და გავხსენით უფასო კურსები, რაც ასევე ეხება მეტად მნიშვნელოვან ორ საგანსაც , ესაა ხატვა და ხაზვა. სამწუხაროდ, სკოლებში პრაქტიკულად არ არსებობს ხატვის და ხაზვის გაკვეთილები. ამ პროგრამის მიხედვით აბიტურიენტებს, უფროს კლასელებს ექნებათ შესაძლებლობა 6 თვის განმავლობაში გაიარონ ხატვაში, ხაზვაში გაკვეთილები და ასევე ინტენსიურად გაიარონ გაკვეთილები ხელოვნებათმცოდნეობაში ინგლისურად. ხაზგასმით ვამბობ ეს სწავლება არის უფასო, სწავლის ნაწილს ფინანსურად ფარავს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი. ჩვენთან ისეთი მაღალი დონის სწავლებაა, რომ ახალგაზრდებს წარმატებით შეუძლიათ გააგრძელონ საზღვარგარეთ სწავლაც და მუშაობაც.
_ რატომ მხოლოდ ინგლისურად?
_ ქართულად არ ხდება ჩვენთან სწავლება, იდეა ისაა, რომ ინგლისურენოვანი სკოლა სტუდენტებს მისცემს საშუალებას საერთაშორისო დონის პროგრამის შესაბამისად, მასწავლებელთა შესაბამისი კონტიგენტის დახმარებით, რომელიც ჩვენ გვყავს, მიიღონ ისეთი განათლება რაც თანაბრ პირობებში ჩააყენებთ საერთაშორისო არენაზე. სწავლება მოიცავს ბაკალავრიატის სწავლების 4 წლიან პერიოდს, მაგისტრატურის სწავლება ილევა შემდეგ შედეგს. რა თქმა უნდა პირველი წელი ინტენსიური მომზადების წელი გამოდის, სწორედ იმ ნაკლოვანების გამო, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, ჩვენ ვცდილობთ მოვამზადოთ ახალგაზრდები დამოუკიდებელი პროექტებისათვის. მესამე კურსიდან, მას შემდეგ რაც სტუდენტები გაივლიან ძირითად საბაზისო მომზადებას მათემატიკაში, ეკონომიკაში, უსაფრთხოების ტექნიკაში, პროექტირებაში, მათ ეძლევათ შესაძლებლობა აირჩიონ სამი სპეციალობა, ერთ-ერთი არის სამრეწველო პროდუქტის დაგეგმვა და წარმოება, მეორე მიმართულებაა ინტერიერის და ავეჯის მიმართულება და მესამეა ვიზუალური კომუნიკაციების დიზაინი.
_ საინტერესო იქნებოდა თითოეულ მიმართულებაზე მოკლე ინფორმაცია.
_ გასაგებია რას წარმოედგენს სამრეწველო, ეს არის იმ საგნების წარმოება და დახვეწა, რაც ჩვენს ირგვლივ არის და რასაც ჩვენ ყოველდღიურად გამოვიყენებთ და მოვიხმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალობაა. ინტერიერის და ავეჯის სტუდია არის ძალიან პოპულარული, ძირითადი მოთხოვნა ჩვენი დაკვირვების შედეგად სწორედ ამ მიმართულებითაა. მესამე მიმართულება კიდევ უფრო აქტუალურია დღეს, ეს არის ვიზუალური, იგივე გრაფიკული კომუნიკაცია. ჩვენი სტუდენტები ძალიან ინტენსიურად მუშაობენ ისეთი მიმართულებებით როგორიცაა ანიმაცია, წიგნის გამოცემა და ა.შ. ამ სამი სპეციალიზაციით ჩვენ ვფარავთ როგორც ქართული ბაზრის, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების მოთხოვნებს. თუ სტუდენტი კარგად ისწავლის, მას აქვს საშუალება ნებისმიერ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენოს ჩვენთან მიღებული განათლება. ამჟამად ჩვენი ორი სტუდენტი აგრძელებენ სწავლას მილანის ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის ფაკულტეტზე ერასმუსის პროგრამით. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერისტეტთან და გვაქვს მრავალწლიანი ურთიერთგაცვლა. ეს ურთიერთობა დაიწყო ჩვენი თანამშრომლის ნინო ახობაძის და ვენაში მომუშავე თათია სხირტლაძის ინიციატივით, ჩვენთან სტუმრად იყო გამოჩენილი დიზაინერის ჯეიმს სკონის ვორკშოპი, რომელიც ეყრდნობოდა თონეტის სავარძლების გავრცელების იდეას. შარშან ჩვენი სტუდენტები გაცვლით პროგრამაში იყვნენ ჩართულები, რაც ძალიან წარმატებით დასრულდა. შემდეგ ჩვენთან იყვნენ ჩამოსულები ავსტრიიდან სტუდენტები და მასწავლებლები, რაც ასევე დასრულდა წარმატებულად. ნავების დიზაინი იყო ამ გაცვლითი პროექტის უკანასკნელი დავალება. სწორედ აქ მოხდა უნიკალური კაიაკის, ნიჩბიანი ნავის დიზაინი, მისი დამუშავება, მოდელირება, შექმნა და დასრულება - წყალზე გაშვება. ეს ყველაფერი სტუდენტების ხელით მოხდა. ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი სტუდენტები, ერთ-ერთს გეტყვით: ჩვენთან სწავლობს დათო დრონი-მამაგულაშვილი, რომელიც სამხატვრო აკადემიიდან გადმოვიდა, უნიკალური ხელი აქვს, პერსონალური გამოფენა ჰქონდა.მეოთხე კურსზეა ელენე ზედელაშვილი, რომლის ანიმაციები უკვე ქვეყნდება და ნატალია დოროშენკო, რომელსაც ახლახან ჰქონდა პერსონალური ფოტოგამოფენა. საუკეთესო პროექტების კონკურსში ჩვენმა რამოდენიმე სტუდენტმა ძალიან წარმატებული პროექტი შეასრულეს...
_ ტექნიკური აღჭურვილობა ხელს გიწყობთ?
_ ჩვენ ვართ უნიკალურად აღჭურვილი. სტუდენტს აქვს თავისი პერსონალური კომპიუტერი, გვაქვს კარგი ბიბლიოთეკა, მაგრამ ვამაყობთ ჩვენი ელექტრონული ბიბლიოთეკით, რომელიც უნიკალურია - 15 ათასზე მეტი წიგნი და 12 ათასზე მეტი სამასი დასახელების ჟურნალი.
_ ინგლისურენოვანი?
_ დიახ, ფაკულტეტი არის ინგლისურენოვანი. ამ წიგნებს სტუდენტები წარმატებით იყენებენ, ერთდროულად ერთი წიგნის გამოყენება 30 სტუდენტს შეუძლია. პარალელურად ვავითარებთ ფიზიკურ ბიბლიოთეკას, ასე რომ, ვისაც სწავლა უნდა ხელი არ შეეშლებათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი პროგრამა ნებისმიერ კრიტიკას გაუძლებს!
პოლიტიკა
- ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს საჯარო - აშშ-ის საელჩო
- აუცილებელია, 20 ივნისის საქმეზე არა იმის გამოძიება, პოლიციელებმა რატომ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, არამედ რატომ მოხდა საპოლიციო ოპერაციის ისე დაგეგმვა, რომ ადამიანები დაშავდნენ - გია ვოლსკი
- არაფერი არ უქმდება, ფუნქციები გადანაწილდება სტრუქტურებში - ლევან მაჭავარიანი უსაფრთხოების საბჭოზე
- კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, მგონი მკაფიოდ გითხარით, არ გაღიარებთ, მოსვლას არ ვაპირებ - მამუკა ხაზარაძე
საზოგადოება
- გამოჩნდი! – „ინდიანი“ ახალ მოტომფლობელს ელოდება
- ქობულეთის დაბა ოჩხამურში ჯილეხი დადასტურდა
- ჟურნალისტი დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ, ამბობენ, რომ პოლციელს შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ არ დაიჭირეს ისინი, ვინც ჟურნალისტებს ფეხებით შედგნენ და სცემეს? - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
- ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტები რეგიონებში „თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართება
სამართალი
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
- ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს გამართლება არ აქვს - ემანუელ მაკრონი ისრაელ-ირანზე
- ვაფრთხილებ ხამენეის, კარგად ახსოვდეს, რა დაემართა მეზობელი ქვეყნის დიქტატორს - ისრაელ კაცი
- ეს არის მშვიდობა ძალის მეშვეობით და ამერიკა უპირველეს ყოვლისა, აშშ ახლო აღმოსავლეთში თავდაცვით პოზიციას იკავებს - პიტ ჰეგსეთი ირანზე
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა ბიზნესი“ - ახალი მიმართულება ჰოლდინგმა ბიზნესფორუმზე კორპორაციულ მომხმარებლებს წარუდგინა
- იტალიური სუპერქარი საქართველოში – Lamborghini-ს შოურუმი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
- Prime მომსახურება ბიზნესპარტნიორებისთვის - მომხმარებელზე ზრუნვის ახალი სტანდარტი „თეგეტა ბიზნესისგან“
- საქართველოში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა - ბრენდი პირველ ეტაპზე 30 ავტომობილის გაყიდვას გეგმავს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება