თიბისი ბანკის დაფინანსებით ფიროსმანის ორი ნამუშევრის რესტავრაცია დასრულდა

საქართველო, თბილისი - 13:48 | 01.02.2017
ნანახია: 1374

თიბისი ბანკის დაფინანსებით ფიროსმანის ორი ნამუშევრის რესტავრაცია დასრულდა. აღდგენილი „თამარ მეფე“ და „რუსთაველი“ საქართველოში პირველად, მირზაანის მუზეუმის სრულ კოლექციასთან ერთად, თიბისი გალერეაში გამოფინება. გამოფენის საზეიმო გახსნა 2 თებერვალს, 18:30 საათზე შედგება.

ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი, ნიკა ანთიძე და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე