დიდთოვლობის გამო საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა - შემთხვევის შედეგად 44 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:28 | 01.02.2017
ნანახია: 1515

ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ზედა სამებაში დიდთოვლობის გამო საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რასაც  44 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოჯახის უფროსი, რომელიც იმ დროისთვის სახლში მარტო იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა ღამის პირველ საათზე მოხდა. გარდაცვლილ მამაკაცს ცოლი და ერთი შვილი ჰყავს, რომლებიც უბედური შემთხვევის დროს ბათუმში იმყოფებოდნენ.

შემთხვევის შედეგად საქმე 116 მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე