ბავშვთა სამყაროს შენობაში მოვაჭრეთა შეყვანის პროცესი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 11:56 | 31.01.2017
ნანახია: 1336

"ბავშვთა სამყაროს" შენობაში მოვაჭრეთა ულტიმატუმი დაკმაყოფილებულია. ხანძრის შედეგად დაზარალებულებს, ოქროს ბირჟის საცავებში შესვლის ნება დართეს - მათ კუთვნილი ძვირფასეულობის აღწერის და ფოტო გადაღების საშუალება გამომძიებლებთან ერთად აქვთ.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრთან შეკრებილი მოვაჭრეები მთელი ღამის განმავლობაში ითხოვდნენ საცავებში შესვლას და კუთვნილი ნივთების გამოტანას.

მათ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებოდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე