„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ

საქართველო, თბილისი - 10:55 | 31.01.2017
ნანახია: 1311

„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ. მათ ჟურნალისტებთან განაცხადაეს, რომ შენობაში შესვლის ნებართვა 13:00 საათამდე უნდა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ.

„ულტიმატუმს ვუყენებთ მთავრობას და ვადას ვაძლევთ 13:00 საათამდე, რომ შეგვიშვან შენობაში და მოგვცენ უფლება, გავიტანოთ ჩვენი ნივთები. საშუალება იყო და ამ მომენტშიც არის, რომ შეგვიშვან და იქიდან ნელ-ნელა მოგვაწოდონ ნივთები. რას გავაკეთებთ ვადის ამოწურვის შემდეგ, ეს იქნება სიურპრიზი მთავრობისთვის“, - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

მოვაჭრეების ინფორმაციით, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ დღეს ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ, მას შემდეგ რაც უსაფრთხოების სამუშაოები დასრულდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე