„ბავშვთა სამყაროს“ უკანა ტერიტორიაზე ცეცხლი კვლავ გაღვივდა

საქართველო, თბილისი - 18:37 | 30.01.2017
ნანახია: 1323

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ უკანა ტერიტორიაზე ცეცხლი კვლავ გაღვივდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან დაზარალებულები. 

არსებული ინფორმაციით, შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ თავად მაშველები, ვინაიდან ძლიერმა ხანძარმა სავაჭრო ცენტრის კონსტრუქცია დააზიანა და მისი ჩამოშლის საფრთხე არსებობს.

შს სამინისტროს საგანგებო მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ცალკეული კერების ლოკალიზება მიმდინარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე