„ბავშვთა სამყაროს“ დირექციამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო

საქართველო, თბილისი - 15:29 | 30.01.2017
ნანახია: 1437

„ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი მაჭავარიანის განცხადებით, დირექცია პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს.

მისივე ინფორმაციით, ზარალმა რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა.

„დირექცია თავის პასუხისმგებლობას გრძნობს და იღებს საკუთარ თავზე, ამასთან, ჩვენ გვსურს, დაველოდოთ გამოძიების საბოლოო შედეგს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ხანძრის ხელოვნურად გაჩენისთაობაზე, სრულად გამოვრიცხავ. მე ვთხოვ მედიას და პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ შექმნილი ვითარების პოლიტიკურ ჭრილში გადატანისგან“, - განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე