თელავში 57 წლის მამაკაცი დაიკარგა

საქართველო, თბილისი - 11:50 | 29.01.2017
ნანახია: 1373

თელავში 57 წლის დავით ხოკერაშვილი დაიკარგა. ოჯახის წევრების თქმით, მამაკაცი სახლიდან 5 დღის წინ გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.

მათივე თქმით, ის ცივის მთის მიმართულებით დაკარგული ღორის საძებნელად წავიდა.

ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა. 

ოჯახის ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცი 175 სანტიმეტრი სიმაღლისაა და სამხედრო ქურთუკი აცვია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე