ქუთაისის აეროპორტში მგზავრების ნაწილი გაფრენას უკვე რამდენიმე საათია ელოდება

საქართველო, თბილისი - 11:24 | 29.01.2017
ნანახია: 1215

ქუთაისის აეროპორტში მგზავრების ნაწილი გაფრენას უკვე რამდენიმე საათია ელოდება, თუმცა როდის შეძლებენ ისინი გამგზავრებას ამ დომდე უცნობია.

პილოტმა ფრენა უამინდობის გამო გადადო, მოგვიანებით კი ეკიპაჟმა განაცხადა, რომ მათი სამუშაო დრო დამთავრდა და ფრენას ვეღარ განახორციელებდნენ.

მგზავრების ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის ხვალ გაფრენას აზრი არ აქვს, რადგან სულ 2 ან 3 დღით აპირებენ მილანში ჩასვლას. 

"ვიზეარის" თვითმფრინავი მილანის მიმართულებით დილის 06:00 საათზე უნდა გაფრენილიყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე