24 იანვრის შემზარავი ღამე - ვინ იყო გოგონა, რომელიც რუსთაველზე მომხდარ საზარელ ავარიას ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:52 | 26.01.2017
ნანახია: 1549

24 იანვარის ღამეს შემზარავი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თავისუფლების მოედანთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას ახალგაზრდა გოგონა - სოფო ბერიძე ემსხვერპლა, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა.

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ამ ფაქტთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს:

"გუშინ რომ გოგო მოკვდა ავარიაში, ტაქსიში მჯდომი გოგო, აგერ მყოლია მეგობრებში - ვიღაცამ სურათი გააზიარა და შემთხვევით ვნახე. გუშინს მერე ვცდილობდი და საერთოდ ვცდილობ, ამ მასშტაბის ტრაგედიები ფიქრისგან შორს დავიჭირო, თორემ გასკდება გული. რა უშველის ახლა ამ საქმეს? ამ შეწყვეტილ ოცნებებს, საქმეებს, გეგმებს. რაღაც დიდი და გაუგებარი უაზრობით. რომელიც ვერც ჩვენს თავში დავამარცხეთ მგონი ბოლომდე. გამკაცრებული რეგულაცია? მეტი განათლება? თაობების ცვლა? როდემდე უნდა ტრიალებდეს ასე ადვილად ეს უბილეთო სიკვდილის ატრაქციონი?"

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსს 276-ე მუხლით მიმდინარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე